აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების კვლევა

06.08.2021 01:11

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები ჩინეთის უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში შესწავლილი ვირუსების გენეტიკურ მონაცემებს აანალიზებენ, – აღნიშნულის შესახებ „სიენენი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. ტელეკომპანიას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და როგორ შეძლო ამერიკულმა დაზვერვამ ამ მონაცემებზე წვდომის მიღება, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული უხანის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებული სერვერების გატეხვის შემდეგ მოხდა. „სიენენის“ ცნობით, შეერთებულ შტატებს ამჟამად აქვს ინფორმაცია უჰანის ლაბორატორიაში შესწავლილი 22 000 ვირუსის შესახებ.„გენეტიკური ინფორმაციის მასივი მოითხოვს ფრთხილ ანალიზს, რათა რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება გახდეს შესაძლებელი. ასეთი სამუშაო აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებში, სუპერკომპიუტერების დახმარებით ხორციელდება“, – წერს „სიენენი“. ტელეკომპანიის ცნობით, ანალიზის პროცესი გართულებულია იმის გამო, რომ თანმხლები ჩანაწერები ჩინურ ენაზეა და ამერიკულ სპეცსამსახურებს სჭირდებათ არამხოლოდ ჩინურის მცოდნე სპეციალისტები, არამედ ამ საკითხში სანდო კონკრეტული ადამიანების მოძიება. ამ სამუშაოების დასრულების ზუსტი ვადები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გავლენის ოპერაციები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა აშშ-ის არჩევნებამდე
03:43

გავლენის ოპერაციები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა აშშ-ის არჩევნებ...

ამერიკის ხმა

აშშ-ის პრეზიდენტის და ახალი ადმინისტრაციის სტრატეგია
03:57

აშშ-ის პრეზიდენტის და ახალი ადმინისტრაციის სტრატეგია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერაყში, აშშ-ის საკონსულოსთან აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა
00:46

ერაყში, აშშ-ის საკონსულოსთან აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვუდროფის საქმე - გამოკითხვა პროკურატურაში
03:40

ვუდროფის საქმე - გამოკითხვა პროკურატურაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვუდროფის საქმე - გამოკითხვა პროკურატურაში
03:21

ვუდროფის საქმე - გამოკითხვა პროკურატურაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინტერვიუ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ დირექტორთან, გენერალ დევიდ პეტრეუსთან
12:03

ინტერვიუ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ დირ...

Global News Agency

აშშ-ის დაზვერვის ანგარიში
00:54

აშშ-ის დაზვერვის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთი ბაიდენს და ბლინკენს აკრძალვას უწესებს
00:54

რუსეთი ბაიდენს და ბლინკენს აკრძალვას უწესებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო