ანიმაციის შემსწავლელი სტუდია


დღეს ელენე ახვლედიანის სახელობის თელავის სამხატვრო სკოლას „ანიმაციის განვითარების ფონდის\" წარმომადგენლები ეწვივნენ და სკოლის ბაზაზე ანიმაციის შემსწავლელი სტუდია გახსნეს. სტუდიაში სწავლებას სამხატვრო სკოლის ბავშვები გავლიან. მათ ღონისძიების ფარგლებში, ვორქშოფები და მასტერკლასები ჩაუტარდებათ.
„ანიმაციის განვითარების ფონდი\" უკვე 5 წელია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ანიმაციის ფესტივალს მართავს. წელს, უკვე მესამედ, ფესტივალის გახსნა ტრადიციულად თელავიდან დაიწყება. სტუმრები სამხატვრო სკოლაში სამი დღის განმავლობაში დარჩებიან. ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/MVDpC5

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან