კორონავირუსი ​- ვითარება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა ყაზბეგის რაიონში - კვლევითი სამუშაოები სამ სოფელში ცოტა ხნის წინ დასრულდა. აღებულია 276 ნიმუში, რომელთა პასუხების მიღების შემდეგ, ზუსტი სურათი გახდება ცნობილი. ეპიდემიოლოგები ორი დღის განმავლობაში ამოწმებდნენ იმ დასახლებებს, რომლებთანაც ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფიცირებულ მესაზღვრეებს ჰქონდათ შემხებლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდი თანამშრომლის გარდა, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა იმ ადამიანსაც, რომელიც ამავე გამშვებ პუნქტზე სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდა. დაინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მძღოლია. დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ არშასა და გარბანში ინფიცირებულთა კონტაქტები უკვე მოკვლეული და იზოლირებულია. სოფელ გარბანში გაფართოებული ტესტირება ჩატარდა.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ყაზბეგის რაიონში მთელია დღეა, მუშაობს - ნათია ქენქაძე დეტალებით, როგორია დღის ბოლოს მონაცემები?

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან