საპარტნიორო ფონდის ანგარიში

27.05.2019 04:18

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის რეფორმირების დაჩქარებას ითხოვს. ფონდის საქმიანობის შესახებ ანგარიშს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე ისმენენ. საგანელიძის თქმით, ცვლილება იმ სახელმწიფო საწარმოებს ეხება, რომლის მფლობელიც საპარტნიორო ფონდია, თუმცა მის მართვაში ფონდი ვერ ერევა და ბიუჯეტს მხოლოდ ამ საწარმოებიდან მიღებული დივიდენდებით ადგენს. ფონდის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი სტრუქტურიდან გამომდინარე ფონდი ვერ გეგმავს მის ბიუჯეტს ეფექტურად. საგანელიძის თქმით, აღნიშნულ საწარმოებთან ერთად, 2017 წელი 481 მილიონიანი ზარალით დასრულდა, მაშინ, როცა ფონდის ცალკე აღებული ფინანსებით, წელი მომგებიანი იყო. სხდომის მიმდინარეობისას შელაპარაკება მოხდა დეპუტატ დავით ჭიჭინაძესა და დავით საგანელიძეს შორის. ჭიჭინაძის გაღიზიანება საგანელიძის რეპლიკამ გამოიწვია, რომელმაც დეპუტატების მიერ მისი სიტყვით გამოსვლის შეწყვეტა გააპროტესტა. აღნიშნულს მწვავე დაპირისპირება მოჰყვა და მხარეებმა ერთმანეთს წარსული გაახსენეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დავით საგანელიძის ანგარიში პარლამენტში
05:00

დავით საგანელიძის ანგარიში პარლამენტში

საპარტნიორო ფონდი

დავით საგანელიძის ანგარიში პარლამენტში
05:39

დავით საგანელიძის ანგარიში პარლამენტში

საპარტნიორო ფონდი

„საპარტნიორო ფონდმა“ BDO-ს სემინარში მიიღო მონაწილეობა
00:54

„საპარტნიორო ფონდმა“ BDO-ს სემინარში მიიღო მონაწილეობა

საპარტნიორო ფონდი

დავით საგანელიძე ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

დავით საგანელიძე ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხე...

საპარტნიორო ფონდი

დავით საგანელიძემ TV პირველის გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში
25:00

დავით საგანელიძემ TV პირველის გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერშ...

საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა
42:54

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თ...

Radio Commersant

„საპარტნიორო ფონდი“ საქართველო-იაპონიიის ბიზნეს ფორუმზე
01:07

„საპარტნიორო ფონდი“ საქართველო-იაპონიიის ბიზნეს ფორუმზე

საპარტნიორო ფონდი

დავით საგანელიძემ თბილისს ნერგები აჩუქა
01:48

დავით საგანელიძემ თბილისს ნერგები აჩუქა

საპარტნიორო ფონდი

ყველა ვიდეო