გამოფენა „ანაბეჭდი“


„არტ გალერი ლაინი“ „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილ გამოფენას მასპინძლობს.

„ანაბეჭდი“ - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც 12 ნამუშევარს აერთიანებს. მხატვარი სერგო თბილელი სქრინპრინტინგის ტექნოლოგიის გამოყენებით ნამუშევრების შექმნაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. დამთვალიერებელი გამოფენის ფარგლებში მხატვრის მიერ ახალი ტექნიკით შესრულებულ შოთა რუსთაველის პორტრეტსაც იხილავს. ექსპოზიცია „არტ გალერი ლაინში“ 30 იანვრამდე იქნება წარმოდგენილი. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან