ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

19.10.2018 05:26

გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია.

12 წლის წინ, ნავთლუღში ჩატარებული სპეც-ოპერაციის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ  ძალაში ისე დატოვა, რომ მხარეთა საჩივრები არც კი განიხილა. კუდ-ის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას დაუსწრებლად სასჯელის სახით 12-წლიანი, გია დგებუაძეს, - იგივე „მასტერას“, - კი ცხრა წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ვერსია, რომლითაც წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული ძიება თავდაყირა დადგა, სასამართლომ გაიზიარა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ციხეში გავლენების გასამყარებლად სამი ახალგაზრდა კუდ-ის ყოფილმა ექს-მაღალჩინოსნებმა ჩაცხრილეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi