ტრაგედია ღაზაში


საერთაშორისო საზოგადოება ღაზის სექტორში გუშინ განვითარებული მოვლენების გამოძიებას ითხოვს.

112 დაღუპული, 800-მდე დაშავებული - ასეთი შედეგით დასრულდა ანკლავის ჩრდილოეთის ჰუმანიტარული დახმარების დარიგების პროცესი. სასურსათო პროდუქტების გაცემის დროს ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლი გაიხსნა, რაც ოფიციალურმა თელავივმა ქაოსის საპასუხო გაფრთხილებით ახსნა. რამ გამოიწვია მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისში მყოფ ღაზის სექტორში ჭყლეტა და უკონტროლო სიტუაცია - ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიას ავრცელებენ. გუშინდელმა მძიმე დღემ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მძევლების გათავისუფლებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან