ნადირობის სეზონი გაიხსნა

24.08.2024 00:38

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან ნადირობის სეზონი გაიხსნა. მკაცრად არის განსაზღვრული გადამფრენი ფრინველების სახეობები, ნადირობის ვადები, ადგილები და დღიური ლიმიტები. ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში. ასევე დაუშვებელია იმ იარაღის გამოყენება, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში. ნადირობა შესაძლებელია შესაბამისი მოსაკრებლის, 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემიდან, აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi