გახსნილი დანაშაული

06.08.2019 00:58

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შვიდი პირი პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების ყალბი აქტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს და თაღლითურად დაეუფლნენ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 000 კვ.მ მოცულობის მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება 164 000 ლარს აღემატება. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: