გახმაურებული საქმე სასამართლოში თავიდან გადაიხედება.
უახლოეს დღეებში პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მიმართავს და ყინწვისის სახელით ცნობილი საქმის 12 ფიგურანტის მიმართ 10 წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვას სთხოვს. ამ მოთხოვნას საგამოძიებო უწყება ხელახალი ძიების დროს აღმოჩენილი გარემოებებით, ახალი მტკიცებულებებით და სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციით ამყარებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის სარჩელის განხილვის შემდეგ მის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა დაადგინა. შეგახსენებთ, რომ ამავე საქმის კიდევ 12 ფიგურანტი სამი კვირის წინ სასამართლომ უდანაშაულოდ გამოაცხადა. 2011 წლის 26 მაისს ყინწვისის მონასტერში ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა 24-მა ადამიანმა ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. რეზონანსული საქმის ფიგურანტები ჰყვებიან, რომ აღიარებითი ჩვენებები იძულებით და ფიზიკური ძალადობის შედეგად მიაცემინეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.