ვაქცინაციის პროცესი კახეთში

17.07.2021

კახეთში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით არსებულ ათ ამცრელ პუნქტში ვაქცინას დღეს 400-ზე მეტი ადამიანი გაიკეთებს. ბოლო დღეების განმავლობაში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ იმატა. დღის განმავლობაში საშუალოდ 500-დან 700-მდე ადამიანი შესაბამის პორტალზე რეგისტრირდება. იმუნიზაციის პროცესში ჩართულია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უწყებები. კახეთში „სინოვაკის“, „სინოფარმისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 12 ათასამდე მოქალაქემ უკვე ჩაიტარა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: