ადგილობრივი მოსახლეობა ცინცაძის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს


ცინცაძის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს მოსახლეობა. 85-ე კორპუსის მცხოვრებლების განცხადებით, დაახლოებით ორი წლის წინ, მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მოჭრისა და საცხოვრებელი სახლის  მშენებლობის ნებართვა გაიცა.

ადგილობრივების მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ადგილზე შემოღობვის სამუშაოებმა კლდის ჩამოშლა გამოიწვია, მასშტაბურ მშენებლობას შესაძლოა უკვე მეწყერული პროცესების დაწყება მოჰყვეს, რაც მათი საცხოვრებლის გარდა, საფრთხეს პირველ ექსპერიმენტულ სკოლასაც უქმნის, რომელიც სწორედ კლდის თავზე მდებარეობს.

მოქალაქეები მერიისგან მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან