„ინდეფენდენთი“ საქართველოზე


„საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცნირებული მგზავრებისთვის შეზღუდვა სრულად მოხსნა“ - ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდენთი“ იმ სახელმწიფოების სიას აქვეყნებს, სადაც ვაქცინირებული ტურისტები მოგზაურობას შეძლებენ. საქართველოსთან ერთად, „ინდეფენდენთის“ სიაში მოხვდნენ: ესტონეთი, რუმინეთი, ისლანდია და კვიპროსი. “პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ტურისტები, რომლებსაც კოვიდ-ვაქცინის სრული კურსი გავლილი აქვთ, ანუ მიღებული აქვთ ორი დოზა, დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოში მოგზაურობას შეძლებენ. “თუ ვაქცინირებული ხართ საქართველოში მოგზაურობისთვის თქვენ აღარ დაგჭირდებათ არც წინასწარ და არც ადგილზე ტესტის ჩატარება, არ მოგიწევთ კარანტინის გავლა“- წერს „ინდეფენდენთ“-ის ჟურნალისტი ჰელენ ქოფი და აღნიშნავს, რომ საქართველოში 1 თებერვლიდან საავიაციო შეზღუდვებიც მოიხსნა, შედეგად ავიაკომპანიებს ფრენების განახლება შეუძლიათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან