ახალი პოლიტიკური გაერთიანება


ახალი გაერთიანება ოპოზიციურ სპექტრში.

ამჯერად „ლელოს“, „ახალი მემარჯვენეების“ და „შენების მოძრაობის“ გზები გადაიკვეთა. ხაზარაძე-ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის და მამუკა კაციტაძის გაერთიანებები დღეიდან საკონსულტაციო ფორმატში იწყებენ თანამშრომლობას. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მომავალში პოლიტიკური პარტნიორები გახდნენ. ხელისუფლების შეცვლა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე და ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებისთვის მზადყოფნა, - ასეთია ახლადშექმნილი პლატფორმის მიზანი.

ლიდერები ამბობენ, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის მიზნით კონსულტაციებს სხვა პირებთანაც აწარმოებენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან