ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი იქმნება

05.12.2019 01:26

ჯანდაცვის სამინისტროში დღეიდან სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მთავრობის 520-ე დადგენილების  ხარვეზებს შეისწავლის. ის დაკომპლექტდება ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების ფინანსური სამსახურების წარმომადგენლებისგან. ძირითადი საკითხი, რაზედაც მუშაობა მოუწევს აღნიშნულ ჯგუფს, კლინიკებისთვის დაწესებული საერთო ტარიფებია. შეგახსნებთ, რომ საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართულ საავადმყოფოებზე, კონკრეტულად, კარდიოლოგიურ და რეანიმაციულ მომსახურებაზე. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გუშინ პრემიერს შეხვნენ, რის შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: