ინციდენტი ახალქალაქში


ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანის ძმა, მარტინ მკოიანი ავრცელებს სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეომასალას, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ხევენ და აზიანებენ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ნინოწმინდისა და ახალაქალაქის მაჟორიტარმა ენზელ მკოიანმა.

პარლამენტის წევრის თქმით, ინციდენტი, რომელიც ახალქალაქში მოხდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების მიერ ორგანიზებული და მართული პროვოკაცია იყო. როგორც მკოიანი ამბობს, აღნიშნული ფაქტი დასტურდება ვიდეომასალაშიც.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტში ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ადანაშაულებს. ინციდენტის დროს მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ოთხი აქტივისტი საავადმყოფოში მოხვდა.

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან მომხდარ ფაქტს სამართალდამცავები უკვე იძიებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან