ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში

06.12.2020 02:04

6 000-ს აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობა ამჟამად აჭარის რეგიონში. მათგან 959 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1843 -  კოვიდსასტუმროებში, ბინაზე კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, 3265 ინფიცირებული რჩება. პაციენტთაგან 100-ზე მეტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 40 - ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს 86 პაციენტი გაეწერა, სულ აჭარაში კოვიდ-19  22 073-მა პაციენტმა დაამარცხა.  196 ინფიცირებული რჩება ბათუმის რესპუბლიკურში,  აქედან 9 კრიტიკულად მძიმეა, მართვის სუნთქვაზეა. 38 პაციენტი კი, მუდმივ რეჟიმში იღებს ჟანგბადს მაღალი წნევით.  კლინიკაში დღეს დაახლოებით 20 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო