ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში


6 000-ს აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობა ამჟამად აჭარის რეგიონში. მათგან 959 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1843 -  კოვიდსასტუმროებში, ბინაზე კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, 3265 ინფიცირებული რჩება. პაციენტთაგან 100-ზე მეტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 40 - ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს 86 პაციენტი გაეწერა, სულ აჭარაში კოვიდ-19  22 073-მა პაციენტმა დაამარცხა.  196 ინფიცირებული რჩება ბათუმის რესპუბლიკურში,  აქედან 9 კრიტიკულად მძიმეა, მართვის სუნთქვაზეა. 38 პაციენტი კი, მუდმივ რეჟიმში იღებს ჟანგბადს მაღალი წნევით.  კლინიკაში დღეს დაახლოებით 20 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან