დმანისის მუნიციპალიტეტში ნამოსახლარები და სამაროვნები აღმოაჩინეს
18 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და სოფელ ბოსლების მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნამოსახლარები და სამაროვნები დაათვალიერა. სამაროვნებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოებისას მიაკვლიეს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ობიექტის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ნამოსახლარები და სამაროვნები გვიან ანტიკური პერიოდის და ადრე შუა საუკუნეებისაა. მათგან აღსანიშნავია მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ადგილ ყანჩაანთ სოფელში აღმოჩენილი ორი სამაროვანი, სადაც იმ დროისათვის შეძლებული ადამიანები იყვნენ დაკრძალულნი. ორმოსამარხებში ჩატანებული აღმოჩნდა: სხვადასხვა ფერისა და ფორმის მინის სანელსაცხებლები, ბრინჯაოს ზარაკები, ირმის ქანდაკებები, საკიდები, ბეჭდები, ოქროს საკიდი და საყურეები, ვერცხლის რომაული მონეტები, რკინის საბრძოლო იარაღები და თიხის ჭურჭელი. მოპოვებული მასალის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ დმანისის რეგიონში, იმ დროისათვის საკმაოდ განვითარებული და სოციალურად დაწინაურებული საზოგადოება ცხოვრობდა, რომელსაც მჭიდრო კულტურულ-ეკონომიკური კავშირები ჰქონდა, როგორც საქართველოს რეგიონებთან, ასევე რომთან და სირიასთან. აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის I-IV საუკუნეებით თარიღდება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 ინ...
Rioni.TV
დმანისის მახლობლად უძველესი ჰომინიდების ახალ კერას მიაგნეს
Euronews Georgia
პროფესიული კოლეჯი დმანისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება დმანისის მუნიციპალიტეტში 4-27-2020
TV4. ge
#არჩევნები2021 ვითარება დმანისის მუნიციპალიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შემთხვევა დმანისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციამ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გზების მშენებლობა დმანისის მუნიციპალიტეტში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია