აქცია-პერფორმანსი პროკურატურასთან


გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პარალელურად, „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული გუნდის წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ გენერალური პროკურატურის შენობასთან პლასტმასის დანები მიიტანეს და ამ ფორმით გააპროტესტეს 16 კანდიდატს შორის ირაკლი შოთაძის არსებობა.

რატომ დანები? - აქციის მონაწილეებმა პასუხად ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა დაასახელეს, რომლის გამოძიებაც, მათი  თქმით, შოთაძის პროკურორობის დროს არასწორი მიმართულებით წარიმართა. ამასთან, ისინი გასაუბრების პროცესს მართულს უწოდებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან