კანადის მთავრობის გადაწყვეტილება
ქვეყნის არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის ცნობების ფონზე, კანადის მთავრობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად მუშაობას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს მე ვაცხადებ კონსულტაციების დაწყებას, რათა განისაზღვროს, როგორ შევქმნათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ახალი რეესტრი კანადაში“, – განუცხადა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, მარკო მენდიჩინომ მედიას. მისი თქმით, ინიციატივის ერთი მიზანი იქნება უცხო ქვეყნების კანონიერ ლობირებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის ხელშეწყობა. ამგვარი რეესტრის არსებობის შემთხვევაში, პირები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სახელმწიფოს სახელით, თავიანთი მიზნების მისაღწევად, ვალდებული იქნებიან, გაასაჯაროონ თავიანთი კავშირები მათ დამსაქმებელ მთავრობასთან. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მსგავსი რეესტრები აქვთ აშშ-სა და ავსტრალიას. კანადის მთავრობამ რეესტრზე მუშაობის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ადგილობრივ მედიაში სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩინეთი კანადის 2021 და 2019 წლების არჩევნებში ჩარევას ცდილობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კანაფის კულტივირება - პრემიერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის კომიტეტის წევრების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა სტუდენტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერი გლობალურ სამიტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბორის ჯონსონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 74-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის მიმართვა
Georgian Government
კანადის მთავრობამ ჩვენი ბიბლიური რეალობა ოფიციალურად აღიარა
LOVER OF TRUTH ქართული