რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის განცხადება
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის განცხადებით, კერძო ტელევიზიებს ბიუჯეტის მიმართ 33 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვთ. ორგანიზაციის მიერ შემოსავლების სამსახურისაგან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტის მიმართ ტელეკომპანია „იმედის“ საგადასახადო დავალიანება 13 მილიონ ლარს აჭარბებს, „რუსთავი 2-ის“ დავალიანება კი 20 მილიონი ლარია. 200 ათასი ლარის ფარგლებში აქვთ საბიუჯეტო დავალიანება ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ტვ-8“-ს. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსში აცხადებენ, რომ მცირებიუჯეტიან რეგიონულ ტელევიზიებს გადასახადების დაგროვების შესაძლებლობას არავინ აძლევს და არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ასეული ლარის დავალიანებაზე მათ ავტომატურად ინკასო ედებათ. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ხელისუფლებისგან მაუწყებელთა თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვს. დავალიანებასთან დაკავშირებით სხვა ტელეკომპანიები კომენტარს არ აკეთებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი მკვლელია
ამერიკის ხმა
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯეიმს აპატურაის ვიზიტი და გზავნილები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თბილისის სტუდია 18 12 20
მეცხრე ტალღა
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თბილისის სტუდია 28 12 20
მეცხრე ტალღა
Studio Washington september 23
ამერიკის ხმა
თბილისში განვითარებულ მოვლენებს -რეგიონულ მაუწყებელთა ალიანს...
Rioni.TV