ელექტრომობილების დამტენების რაოდენობა გაიზრდება


თბილისში ელექტრომობილების დამტენების რაოდენობა გაიზრდება - უახლოეს მომავალში არსებულ 65 აპარატს კიდევ 30 დაემატება. დამტენები მონტაჟდება ავტომაგისტრალზეც, თუმცა, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მფლობელები ინფრასტრუქტურის უფრო სწრაფი ტემპებით განვითარებას ითხოვენ. ამ ეტაპზე ქვეყანაში 4 ათასამდე ელექტრომობილია, მათი რაოდენობა იმატებს, თუმცა სპეციალისტების თქმით, ეკომეგობრული ტრანსპორტის მიერ საწვავზე მომუშავე ავტომობილების ჩანაცვლების ტემპები კიდევ უფრო სწრაფი უნდა იყოს, რათა გარემოს დაბინძურებისა და ადამიანების ჯანმრთელობის რისკები შემცირდეს.

რა სიახლეები იგეგმება ამ კუთხით და რა პრივილეგიები მოქმედებს ელექტრომობილების მფლობელებისთვის - მარიამ აფციაური დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან