შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან


საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი - ეს საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

სებასტიან მოლინეუსმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის უმთავრეს გეგმას – 2024 წლისთვის წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში მსოფლიო ბანკის დახმარების მნიშვნელობას. პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო მოქალაქეთა და ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის მომდევნო ეტაპს, რომელიც დაკავშირებულია პანდემიის მეორე ტალღასთან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან