საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

28.12.2021 06:50

პირველი შემთხვევის გამოვლენიდან მეცხრე დღეს საქართველოში „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა აღრიცხული. მაღალი გადადების მაღალი ხარისხით ცნობილი შტამით ინფიცირებულ ყველა მოქალაქესთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. მათ შორის ექვსს „კოვიდ-19“-ის სხვა შტამი უკვე გადატანილი აქვს. საქართველოს მთავარი ეპიდემიოლოგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა სწორედ 30-მდე მუტაციის მქონე შტამმა დაასრულოს კორონა-პანდემია 2022 წელს. ამ პროგნოზის მიუხედავად, სწრაფი ტემპებით გადამდები შტამისგან თავდასაცავად პანდემიის მართვის პოლიტიკის მთავარი ხაზი კვლავ ვაქცინაციის გააქტიურებაზე გადის. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, აცრის 200-ლარიანი წამახალისებელი დახმარების გასაცემად ასაკობრივმა ზღვარმა 60-დან 50 წლამდე ჩამოიწია.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: