საგამოძიებო მოქმედებები გორში
სამართალდამცველები აკონტროლებენ ამ დრომდე პერიმეტრს გორის ახალ ბაღში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. პოლიცია, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოძიებას, გავრცელებული ცნობით, იაგო ნებიერიძემ მიაწოდა, რომელიც ამ დროისთვის რვა წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობისთვის არის დაკავებული. ამ წუთისათვის ძიების პროცესი შეჩერებულია, თუმცა ტერიტორია ისევ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ასევე სამფეროვანი დროშებით არის მონიშნული ადგილი, სადაც, შესაძლოა, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იყოს დამარხული. ადგილზე იმყოფებოდნენ დღეს როგორც 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, ასევე მოკლული ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრებიც. რაც შეეხება იაგო ნებიერიძის პოზიციას, მისი ადვოკატის განმარტებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. გორში, კულტურისა და დასვენების პარკში სამძებრო ღონისძიებები გუშინ დაიწყო. თემაზე ნინო ფისაძე მუშაობს. ის დილიდან გორის პარკში იმყოფება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საგამოძიებო მოქმედებები გორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო მოქმედებები გორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განახლებული საგამოძიებო მოქმედებები გორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მკვლელობა გორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 15 საათზე, 17 ნოემბერი, 2018 #LIVE
ორი საათია, ექსპერტ-კრიმინალისტებმა გორში საგამოძიებო მოქმედ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 12 საათზე, 19 ნოემბერი, 2018 #LIVE
დაკარგული მოზარდის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster