„ძველი ქართული სამკაული“ - პრეზენტაცია
29 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა წიგნის „ძველი ქართული სამკაული“ პრეზენტაცია. წიგნი „ქარჩხაძის გამომცემლობის“ მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. პრეზენტაციას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, წიგნის ავტორი, ანტიკური კულტურის მკვლევარი ნინო ლორთქიფანიძე და გამომცემელი გია ქარჩხაძე. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დაესწრო. გამოცემაში წარმოდგენილია საქართველოს საცავებში დაცული უძველესი სამკაულის ნიმუშები - პრეისტორიული ხანიდან ოქრომრავალ კოლხეთამდე. წიგნში სრულადაა განხილული ძველი ქართული სამკაულის განვითარების გზა და წარმოდგენილია მისი ისტორიული და რელიგიური ფონი. უხვად ილუსტრირებული, უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული წიგნი „ძველი ქართული სამკაული“ განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე ფართო წრისათვის, მათ შორის, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკითხველისათვის. ქართული ტექსტის პარალელურად, წიგნს ახლავს ინგლისური მოკლე ანოტირებული ინფორმაცია. პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
წიგნის ,,ძველი ქართული სამკაული" პრეზენტაცია
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
Zarapxana For Eshvi-ის პრეზენტაცია
Zarapkhana - ზარაფხანა
,,ძველი ქართული სამკაული"
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
,,ძველი ქართული სამკაული"
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
ძველი ქართული სამკაული (ნინო ლორთქიფნიძე)
GeoScience
ნინო ლორთქიფანიძის ლექცია ,,ძველი ქართული სამკაული"
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
"პიკის საათი" 29.12.15 ,,ძველი ქართული სამკაული"
Georgian Public Radio
გურამ ოდიშარიამ ფანი არდანი მიიღო
culturegovge culturegovge