„ძველი ქართული სამკაული“ - პრეზენტაცია

12/30/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

29 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა წიგნის „ძველი ქართული სამკაული“ პრეზენტაცია. წიგნი „ქარჩხაძის გამომცემლობის“ მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

პრეზენტაციას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, წიგნის ავტორი, ანტიკური კულტურის მკვლევარი ნინო ლორთქიფანიძე და გამომცემელი გია ქარჩხაძე. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დაესწრო.
გამოცემაში წარმოდგენილია საქართველოს საცავებში დაცული უძველესი სამკაულის ნიმუშები - პრეისტორიული ხანიდან ოქრომრავალ კოლხეთამდე. წიგნში სრულადაა განხილული ძველი ქართული სამკაულის განვითარების გზა და წარმოდგენილია მისი ისტორიული და რელიგიური ფონი.
უხვად ილუსტრირებული, უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული წიგნი „ძველი ქართული სამკაული“ განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე ფართო წრისათვის, მათ შორის, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკითხველისათვის.
ქართული ტექსტის პარალელურად, წიგნს ახლავს ინგლისური მოკლე ანოტირებული ინფორმაცია.
პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.





http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან