ზეწოლაზე საუბრობს გაზეთ „თანამემამულეს“ ყოფილი მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი მირანდა ოგანეზოვა.
ზეწოლაში ის საქართველოში რუს თანამემამულეთა უფლებების მხარდამჭერის და დაცვის ფონდის პარტნიორს, ალექსანდრე ბეჟენცევს ადანაშაულებს. მისი თქმით, ბეჟენცევი უხეშად ერეოდა მის ჟურნალისტურ საქმიანობაში და ზეწოლის სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, რის გამოც ის იძულებული გახდა 2019 წელს დაეტოვებინა სამსახური. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მისი დისკრედიტაცია და დევნა ამ დრომდე გრძელდება. მისი თქმით, გამოძიება საქმეზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს და პროკურატურაში უახლოეს დღეებში დამატებითი მტკიცებულებების შეტანას აპირებს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მის საქმეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ცხრა თვის განმავლობაში განიხილავდა და მათ გაზეთი მედიად არ ცნეს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, განხილვის დროს დადგინდა, რომ აღნიშნული გამოცემა არ არის მედია საშუალება და მისი შემსყიდველი იყო რუსეთის საელჩო. ბრალდების ადრესატს კი საკითხზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.