გიდების აქცია რიყის პარკში
„ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით“ - ასეთი დევიზით, რიყის პარკში ამ წუთები ფერადი ქოლგებით აღჭურვილი გიდების აქცია-ფლეშმობი იმართება. ამ ფორმით გამოეხმაურნენ ქართველი გიდები უნგრელი კოლეგების ფლეშმობს, რომლებმაც ბუდაპეშტის ცენტრში შეკრება და ახალი კოვიდ-19-ის გამო შეჩერებული მსოფლიო ტურიზმის სიმბოლური აქციით გამოცოცხლება გადაწყვიტეს. რიყის პარკში შეკრებილები ამბობენ, რომ ქოლგა, გიდების სტუმრებზე მზრუნველობის ერთგვარი სიმბოლოა, გიდები და მათი ფერადი ქოლგები დასიცხულ, მიძინებულ, უტურისტოდ დარჩენილ ქალაქებს ხალისს შემატებს და ვიზუალურად გამოაცოცხლებს. მათივე თქმით, ტურიზმის შეჩერებამ უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები, გაურკვეველი ვადით დატოვა შემოსავლების გარეშე. მსგავსი პერფორმანსი, თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც იმართება. ქართველმა გიდებმა იგივე ქმედებისკენ მოუწოდეს კოლეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გიდები ქალაქის დამთვალიერებლებს ელოდებიან და უფასო ტურს გაუწევენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ე.წ. რიყის დოქები იყიდება
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
გიდების პროტესტი ოკუპაციას
ბათუმელები / Batumelebi
„ეს საქართველოა“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია: „გააუქმეთ კომენდანტის საათი!“ - ალექსანდრე გიორგიძე...
Business Media Georgia
ბიზნესი ხვალ დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს - რას ითხოვს...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
აქცია ტურიზმის სააგენტოსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
,,ძალა ერთობაშია" - საპროტესტო აქციას ახალციხის ციხის გიდები...
მეცხრე არხი ახალციხე