გიდების აქცია რიყის პარკში


„ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით“ - ასეთი დევიზით, რიყის პარკში ამ წუთები ფერადი ქოლგებით აღჭურვილი გიდების აქცია-ფლეშმობი იმართება. ამ ფორმით გამოეხმაურნენ ქართველი გიდები უნგრელი კოლეგების ფლეშმობს, რომლებმაც ბუდაპეშტის ცენტრში შეკრება და ახალი კოვიდ-19-ის გამო შეჩერებული მსოფლიო ტურიზმის სიმბოლური აქციით გამოცოცხლება გადაწყვიტეს. რიყის პარკში შეკრებილები ამბობენ, რომ ქოლგა, გიდების სტუმრებზე მზრუნველობის ერთგვარი სიმბოლოა, გიდები და მათი ფერადი ქოლგები დასიცხულ, მიძინებულ, უტურისტოდ დარჩენილ ქალაქებს ხალისს შემატებს და ვიზუალურად გამოაცოცხლებს. მათივე თქმით, ტურიზმის შეჩერებამ უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები, გაურკვეველი ვადით დატოვა შემოსავლების გარეშე. მსგავსი პერფორმანსი, თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც იმართება. ქართველმა გიდებმა იგივე ქმედებისკენ  მოუწოდეს კოლეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გიდები ქალაქის დამთვალიერებლებს ელოდებიან და უფასო ტურს გაუწევენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან