მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება

06.11.2021 01:19

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს დილიდან ყველანაირი სპეკულაციის საბოლოოდ გამორიცხვის მიზნით, უარს ამბობს არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალზე, ვიტამინზე, გლუკოზის აბებზე, რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა. მისი წერილის მიხედვით, ბოლო ქირურგიული ჩარევა კუჭზე (და მისი თქმით, ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა ხუთი წლის წინ და ჩვეულებრივად შეუძლია საკვების მიღება და არც მადას უჩივის. მისი განცხადებით, 30 ოქტომბრის მერე, მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მიიღო რამდენიმე ბოთლი წვენი. „არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრისა და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ, ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ,“ -  წერს სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ნებისმიერ წუთს და მაქსიმუმ რამდენიმე დღეში, მძიმე გართულება გარდაუვალია. „ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინისა და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება და ისინი ამ მიზანთან ძალიან ახლოს არიან. ახლა მე მაქვს იმედი ქართველი ხალხის სოლიდარობის, ადამიანობის და მოქალაქეობრივი პოზიციის. გაუმარჯოს ჩვენ თავისუფლებას!“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი დღეს გავრცელებულ წერილში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება
01:15

მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება მთავრობის უარზე ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით
02:22

მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება მთავრობის უარზე ემიგრანტების...

MULTIMEDIA GE

მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება საპატრიარქოს წერილზე - შეფასებები
02:20

მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება საპატრიარქოს წერილზე - შეფას...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კონსულტაციების მესამე დღე პრეზიდენტთან | მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება და პოლიტიკური განაცხადი
06:41

კონსულტაციების მესამე დღე პრეზიდენტთან | მიხეილ სააკაშვილის...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

მარნეულში ჩატარებული სპეცოპერაციები; - მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება პოლიტსაბჭოს  გადაწყვეტილებას
12:42

მარნეულში ჩატარებული სპეცოპერაციები; - მიხეილ სააკაშვილის გა...

TV Pirveli

მიხეილ სააკაშვილის პირველი გამოხმაურება ნიკა მელიას დაკავების შემდეგ
03:50

მიხეილ სააკაშვილის პირველი გამოხმაურება ნიკა მელიას დაკავები...

MULTIMEDIA GE

მიხეილ სააკაშვილის წერილი - გამოხმაურება
02:51

მიხეილ სააკაშვილის წერილი - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილის საქმე - გამოხმაურება
01:07

მიხეილ სააკაშვილის საქმე - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო