თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ქუთაისის აეროპორტში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

12/01/2018
Georgia Official-ის მიერ

● გვესტუმრეთ: http://Exclusivetv.Ge ● შემოგვიერთდით: https://goo.gl/Pxei60

● გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტში მასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს უცნობი პირები თავს დაესხნენ. ჩარკვიანის თქმით, მომხდარის შესახებ მან უკვე აცნობა სამართალდამცველებს.

„აეროპორტში შვილს ვაცილებდით, როდესაც რამდენიმე ადამიანი მოვიდა და არჩევნებში წაგება მომილოცა. ამის შემდეგ, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ, ცემა დაუწყეს ჩემს მეუღლეს. დაბეჯითებით გეტყვით, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში, თუმცა არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყვნენ. ისინი გავდნენ ბანდას და მე პირველად შემეშინდა, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ვინმეს შეეძლო ჩემი და ჩემი მეუღლის ფიზიკური განადგურება“, – განუცხადა თაკო ჩაკვიანმა პირველ არხს.

თაკო ჩარკვიანი ითხოვს, სამართალდამცველებმა აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღონ, რომელზეც ინციდენტია დაფიქსირებული.

პირველ არხს თვითმხილველმა ინციდენტის დროს აეროპორტში მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო მიაწოდა.

ვიდეოები „Georgia Official"-ისგან