ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნა

14.05.2021 01:54

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალი გაიხსნა. მემორიალური დაფა პრემიერ-მინისტრმა, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლესთან, ლალი სეთურიძესთან ერთად გახსნა. გამოჩენილი ფოლკლორისტის, ხალხური სიმღერების შემკრების, ლოტბარის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ფოლკლორის ცენტრს 2021 წლის 8 აპრილს მიენიჭა. ოზურგეთში იმყოფებიან ასევე პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრები. დღესვე გაიხსნა ოზურგეთის თეატრის შენობა, რომელსაც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: