პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთში

10.09.2018 04:38

საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა იგეგმება. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს მეზობელი ქვეყნების პირველმა პირებმა მიიღეს. ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მამუკა ბახტაძე კოლეგასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე შეთანხმდა. ამ მიზნით, წლის ბოლომდე ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაც გაიმართება. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე გაკეთდა აქცენტი სომხეთის პრეზიდენტთან აუდიენციის დროსაც. შეხვედრებზე განხილვის თემა იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: