Berlin 2022-ის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება

06.02.2020 05:16

საქართველო მსოფლიო დონის ღონისძიების მასპინძლობისთვის ემზადება. პირველად ქვეყნის ისტორიაში 2022 წელს ბერლინის ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი საქართველო იქნება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას გერმანიაში საკუთარი ტურისტული პოტენციალის სრულად წარმოჩენის საშუალება პირველად მიეცემა. ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენას ყოველწლიურად ათასობით დამთვალიერებელი ჰყავს, ღონისძიებაზე წარმოდგენილია ასეულ ათასობით საერთაშორისო ტურ-ოპერატორი და კერძო კომპანია. 2022 წლისთვის „აითიბ-ბერლინის“ მასპინძლობის სურვილი კიდევ 30 ქვეყანას ჰქონდა, თუმცა სპეციალურმა კომისიამ საბოლოოდ არჩევანი საქართველოზე გააკეთა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: