„ფერმა" - 18 ნოემბერს, 12:15 საათზე


ბორჯომი - რბილი კლიმატი, მთები, ტყე, სუფთა ჰაერი და განთქმული მინერალური წყალი. განვითარებული ტურიზმი და მის კვალდაკვალ ადგილობრივი თემის საჭიროებებზე მორგებული მცირე და საშუალო ბიზნესი. პავლონია და მისი სადემონსტრაციო ბაღი, სწრაფმზარდი მცენარე, რომლითაც შესაძლოა გადამწვარი ტყე-პარკის ფართობები გაშენდეს;

ახალი შესაძლებლობა ქართველი მეკალმახეებისთვის. საქართველოში გამოყვანილი უფრო იაფი და ჩვენს გარემოზე ადაპტირებული ლიფსიტა. როგორ ახერხებს მცირე ბიზნესი იყოს საინტერესო და საჭირო რეგიონის მაცხოვრებლებისთვის.

საკოლექციო ნაკვეთი მესხეთში, სადაც 24 დასახელების უიშვიათესი მესხური ვაზი ხარობს. უძველესი ჯიშები: ჩიტისთვალა, ცხენის ძუა და თამარის ვაზი, რომლის ნაყოფიდან მიღებულ სასმელს თავად თამარ მეფე მიირთმევდა. ღვინო, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ჟურნალები და სომელიეები საუბრობენ. გაიცანით მეღვინე, ვაზის იშვიათი ჯიშების მკვლევარი და კოლექციონერი, გიორგი ნათენაძე, რომელმაც მესხური ისტორია გააცოცხლა და ნახეთ, ოთხი საუკუნის შემდეგ მესხეთში ჩატარებული პირველი რთველი - კვირას, 18 ნოემბერს, 12:15 საათზე, გადაცემაში „ფერმა\"

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან