ვაჟა-ფშაველა 155 წელი საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო
22 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღისადმი (155 წელი) მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობითა და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ინიცირებით გამოცემული წიგნების (ვაჟა-ფშაველა, ვაჟა ფშაველა „მარადიული ღირებულებები“) პრეზენტაცია. მოწვეული სტუმრებმა - ცნობილმა პოეტებმა და მწერლებმა, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე ისაუბრეს. მსახიობებმა წაიკითხეს ნაწყვეტები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან. საღამოს მუსიკალურად კომპოზიტორისა და მუსიკოსის დავით ევგენიძის ბენდი აფორმებდა. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
"პიკის საათი" 21.09.16 "ვაჟა-ფშაველა 155"
Georgian Public Radio
#ახალიდღე ვაჟა-ფშაველა - 158
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთხელც იქნება მოვკვდები - ვაჟა-ფშაველა
ქართული პოეზია/Georgian Poetry
ვაჟას 155-ე დაბადების დღე!/“დილის სამინისტრო“/რადიო იმედი, R...
რადიო იმედი
ვაჟა-ფშაველას 155 წლის საიუბილეო საღამო კულტურის სამინისტროშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"პიკის საათი" 25.11.16 ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წლისთა...
Georgian Public Radio
დარჩება თუ არა ზუბალაშვილისა და ვაჟა -ფშაველას ქუჩების კვეთა...
MOFEA GE
„სწორი აზროვნება" - ლევან გიგინეიშვილი
აზროვნების აკადემია