ინგლისური ენის კურსი ხელოვნებისა და კულტურის მენეჯერებისთვის
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დაფუძნდა სამინისტროსთან არსებული სასწავლო ცენტრი, სადაც პერიოდულად კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისთვის სხვადასხვა ტიპის ტრენინგი ჩატარდება. 6 მაისს, კულტურის სამინისტროში აღნიშნული სასწავლო ცენტრის პირველი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამას კულტურის სამინისტრო ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად ახორციელებს. პროექტი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე მენეჯერებისთვის 5-თვიანი უფასო ზოგადი ინგლისური ენის კურსის ჩატარებას გულისხმობს. „ინგლისური ენა ხელოვნებისა და კულტურის მენეჯერებისთვის“ - აღნიშნული პროგრამის პრეზენტაციას, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე გაუძღვნენ. ბრიტანეთის საბჭო ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე 12 მენეჯერს შეარჩევს. პირველ ეტაპზე კონკურსის მონაწილეთა შერჩევა მოხდება მათი CV-ისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე. მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს კი ჩაუტარდებათ ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ბრიტანეთის საბჭოს „Aptis“ ტესტი. ტრენინგი 2015 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებულ სასწავლო ცენტრში კვირაში 3-ჯერ, 2 საათის განმავლობაში ჩატარდება. ინგლისური ენის კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.culture.gov.ge/topicdetals... პროექტის მხარდამჭერია -საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭო. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 16 მაისი. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
სერტიფიკატები რეინჯერებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბავშვო ინგლისური ენის კურსი სასწავლო ცენტრ MTS Company-ში
MTS Company
[ენის სწავლა] ინგლისური ენის კურსი
Language Travel
თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის კურსი და...
თავდაცვის სამინისტრო
ინგლისური კურსი 100 გაკვეთილი
Language Learning Courses
ნუგზარ რუხაძის ინგლისური ენის გაკვეთილები - გაკვეთილი 4
Michu TV
English Language Course A1-1 / ინგლისური ენის კურსი A1-1 (გა...
Free Language Online Courses
ნუგზარ რუხაძის ინგლისური ენის გაკვეთილები - გაკვეთილი 6
Michu TV