მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან შიდა ქართლში

26.12.2019 01:18

უკვე მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან შიდა ქართლში, ატენის ხეობასა და რკონში. დილიდან ცეცხლის ქრობაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ადგილზე რჩება 160 მეხანძრე-მაშველი. სტიქიის ზონა დატოვა თავდაცვის სამინისტროს ტექნიკამ. ამ დროისთვის  ხანძრის ხუთი კერიდან, ოთხი ლიკვიდირებულია, ცეცხლის ღია კერები რჩება სოფელ რკონში. ცეცხლი დასახლებული ზონიდან დაახლოებით 10-15 კილომეტრში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: