ჯარიმების გამკაცრება პარკირების წესის დარღვევაზე
დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტის თანახმად, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას; მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები. გაუქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი სტანდარტული წესით გაეგზავნება და მოქალაქეს მიუვა სმს შეტყობინება. ავტომობილის ველობილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება, ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება, სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით, 50 ლარის ნაცვლად. კანონპროექტის თანახმად მსუბუქი მანქანისთვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით. პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 დან 50 ლარამდე გაიზრდება. ასევე შემოღებული იქნება ჯარიმა საბაგიროსა და მეტროთი უბილეთო მგზავრობის შემთხვევაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები გამკაცრდე...
TV IMEDI
გზებზე ავტომობილების შემოწმების პირველი შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
23
გაზიფიცირებასთან დაკავშირებული რეგულაციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგანგებო მდგომარობის და კომენდანტის საათის წესების დარღვევი...
TV IMEDI
სატვირთო ავტომანქანების მძღოლები ჯარიმების გამკაცრებას აპროტ...
მეცხრე ტალღა
რეგულაციების გამკაცრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგზაო უსაფრთხოება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster