დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა. სატელეფონო კომუნიკაციის დროს დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მტკიცე თანადგომა გამოუცხადა არსებულ რთულ ვითარებაში. საქართველოს პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ოკუპაციასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევების წინაშე დგანან. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვრებთან დღეს არსებულ ვითარებაზე. ასევე, ისაუბრეს დასავლელი პარტნიორების რუსეთთან მიმდინარე დიალოგის პარალელურად, უკრაინისა და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე. ამ კონტექსტში მხარეებმა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და მათი ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ქვეყნების სუვერენული უფლება - აირჩიონ საკუთარი მომავალი და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები - არის ის წითელი ხაზი, რომლის გადახედვაც მოლაპარაკების პროცესში არ მოხდება და გადაწყვეტილებები საქართველოსა თუ უკრაინის შესახებ არ იქნება მიღებული ამ ქვეყნების ჩართულობის გარეშე. სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო პლატფორმებსა და ორმხრივ რეჟიმში არსებულ მჭიდრო კომუნიკაციას. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მაღალი დონის კონტაქტები მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის გაცვლის და პოზიციების გაზიარების მიზნით. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ზალკალიანი-კულებას საუბარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
TV IMEDI
დავით ზალკალიანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურება მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გადაცემაში „იმედი...
TV IMEDI
საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster