ახალი ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში


ეროვნული გალერეა ნიკო ფიროსმანის და ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.

ექსპოზიციაზე ფიროსმანის 20-მდე ნახატია წარმოდგენილი. დამთვალიერებელი ნახავს ფარჯიანის 80-მდე ნამუშევარსაც, რომლებიც ფერწერას, გრაფიკას და ილუსტრაციას აერთიანებს. მათი ნაწილი საგამოფენო სივრცეში პირველად მოხვდა. საუბარია 90-იან წლებში ბერლინში, რელიგიურ თემაზე შესრულებულ ფერწერულ ტილოებზე, რომელიც ფართო საზოგადოებას დღემდე არ უნახავს. ნამუშევრების შესახებ აუდიო მასალა სამ ენაზეა ხელმისაწვდომი. ეროვნული გალერეის ერთი დარბაზი კი ნიკო ფიროსმანს მომავალშიც პერმანენტულად დაეთმობა, რისთვისაც მხატვრის ნამუშევრები პერიოდულად შეიცვლება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან