სასამართლო პროცესი ბიძინა ესებუას საქმეზე


ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ  მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო და საქმე არსებითი განხილვისთვის გადაიცა. დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების გადახედვა და პატიმრობის უფრო მსუბუქი ფორმით, 15 000-ლარიანი გირაოთი შეცვლა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბიძინა ესებუას საქმის არსებითი განხილვა 4 მარტს ჩაინიშნა.

ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბიძინა ესებუას ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის 2020 წლის 12 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში დააკავეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან