ნინო წერეთელი - პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი - გამოფენის გახსნა
29 ივნისს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის, ნინო წერეთლის დაბადებიდან 115 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილია ნინო წერეთლის 60-მდე ნამუშევარი - ქანდაკებები, გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური კოსტიუმების ესკიზები და მოქანდაკის პირადი ნივთები. 1920-იანების საქართველოში ქალი მოქანდაკის გამოჩენა ერთგვარ რევოლუციას წარმოადგენდა. ნინო წერეთლის მკვეთრი ინდივიდუალიზმი და გაბედულობა ეპოქის სტერეოტიპებს არღვევდა. იგი თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებლის, იაკობ ნიკოლაძის გამორჩეული მოსწავლე იყო. სწორედ ამიტომ, მოქანდაკე არ აჰყვა იმ დროს მოდად ქცეულ ესთეტიკურ-ფორმალისტურ მიმდინარეობას. ნინო წერეთელი ფსიქოლოგიური პორტრეტის დიდოსტატია - მისთვის ადამიანის გარეგნობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნატურა და სულიერი სამყარო. მისი ნამუშევრები საოცარი ინტიმურობითა და ლირიკულობით გამოირჩევა. მოქანდაკე არ იშურებს კომპოზიციურ და გამომსახველობით საშუალებებს, რათა ზედმიწევნით გადმოსცეს მათი ინდივიდუალიზმი. პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის, ნინო წერეთლის გამოფენა 29 ივლისამდე გაგრძელდება. მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.1. http://culture.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
ნინო წერეთელი - პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum

#ახალიდღე ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე ერთიანი ეროვნული გამოცდები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ტვ პირველის“ მფლობელი და წამყვანი ევროკავშირის წარმომადგენლ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ნაშუადღევს ნინო ჩუბინიშვილის გამოფენა, რომელიც მიხეილ კობახ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster