ევაკუაცია საცხოვრებელი კორპუსიდან
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მემედ აბაშიძის #56-ში მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. სახლის მცხოვრებლები, ღამით სასტუმროებში გადაიყვანეს, რადგან ექსპერტების დასკვნით, სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის. პირველად დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს დაირღვა შეთანხმებული პროექტი და მოხდა საყრდენი კედლის ნაწილობრივ დაზიანება, რის გამოც იქ ცხოვრება უსაფრთხო არ არის. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის განცხადებით, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შემდეგ მოხდება შენობის გამაგრება. იმ ბინის მესაკუთრე კი, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამბობს, რომ საყრდენი კედელი ბინის შესყიდვამდე იყო დაზიანებული, ასევე დაზიანებული აღმოჩნდა სვეტები, რასაც ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, თავად გაამაგრებენ. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ორშაბათს დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევაკუაცია საცხოვრებელი კორპუსიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევაკუაცია საცხოვრებელი კორპუსიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვარკეთილში ავარიული კორპუსის მოსახლეობას ბინებიდან საკუთარი...
TV IMEDI
კორპუსის ნგრევის საფრთხე ვარკეთილში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძარი თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინგლისის ქალაქ ნიუთონ-ებბეთში, საცხოვრებელი კვარტლის ევაკუაც...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაშლიჯვარში საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედელი ჩამოინგრა...
Maestro Television