სალომე ზურაბიშვილმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო თენგიზ არჩვაძეს ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მიანიჭა და ბრწყინვალების ორდენი პირადად გადასცა. პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძეს, რომელსაც დღეს 90 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა. საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე, წლების განმავლობაში თამაშობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში. შესრულებული აქვს 70-მდე კინოროლი, რომელთაგან განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფილმებმა: „შეხვედრა მთაში“, „ხევსურული ბალადა“ და „დათა თუთაშხია“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მსახიობი ლალი ბადურაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილმა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი კახში დაასრულ...
TV IMEDI
სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბი აქციის ფონზე მიმდინარეობ...
TV IMEDI
სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრ...
PalitraNews
სალომე ზურაბიშვილმა ღვთისა და ერის წინაშე ფიცი თელავშ
TV IMEDI
პრეზიდენტმა ფრიდონ შუბითიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოა...
Maestro Television