სალომე ზურაბიშვილმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა


სალომე ზურაბიშვილმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო თენგიზ არჩვაძეს ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მიანიჭა და ბრწყინვალების ორდენი პირადად გადასცა.  პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძეს, რომელსაც დღეს 90 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე, წლების განმავლობაში თამაშობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში. შესრულებული აქვს 70-მდე კინოროლი, რომელთაგან განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფილმებმა: „შეხვედრა მთაში“, „ხევსურული ბალადა“ და „დათა თუთაშხია“.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან