მთავარი პროკურატურის მიერ გუშინ ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების ფაქტს საფრანგეთის საგარეო უწყება დღეს გამოეხმაურა. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ საფრანგეთი უკმაყოფილოა თბილისის გადაწყვეტილებით, რომელმაც ქართული ოპოზიციის ქართულ დანაშაულებრივ სამყაროსთან შესაძლო კავშირზე გამოძიების მასალები გაასაჯაროვა. საფრანგეთის ხელისუფლებას ამაზე თანხმობა არ მიუცია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასალების გამოქვეყნებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. საგარეო უწყების განცხადებით, \"ამ საქმის გამოყენებამ შესაძლოა, არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე იმოქმედოს თუ გავითვალისწინებთ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს გამოსასწორებელ დაწესებულებებში წამების შესახებ\".
ფრანგული მხარე ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ხალხის ნების გამოვლენის მშვიდობიანი ჩატარება 1-ელ ოქტომბერს.
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube
ფრანგული მხარე ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ხალხის ნების გამოვლენის მშვიდობიანი ჩატარება 1-ელ ოქტომბერს.
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube