თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე

15.10.2018 01:22

უსინათლო და მცირემხედველი მოქალაქეთათვის ქვეყანაში არსებული სერვისები საკმარისი არ არის. კვლავ გამოწვევად რჩება მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლების ცენტრის ამოქმედება  - ასეთ შეფასებას აკეთებს არასამთავრობო სექტორი თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსი „დაინახე უსინათლო თანამოქალაქე“ გაიმართება. არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანთა რიცხვი 35-40 ათასამდე მერყეობს, აქედან 4-6 ათასი უსინათლოა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: